02:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 13:50:18, 1486 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერია იაპონიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსის ,, ჩვენ და სუფთა გარემო" გამარჯვებული გახდა.

ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში უეჰარა ტადაჰარუმ მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად, იაპონიის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას გრანტის სახით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს 68500 (სამოცდარვაათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალეტი ლარში, რაც ითვალისწინებს სანდასუფთავების სერვისების გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტში.

პროექტის ბიუჯეტით შეძენილი იქნება ნაგავმზიდი ავტომობილი და ნაგვის კონტეინერები.

ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც დიდწილად წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტში სისუფთავისა და ნარჩენების სწორი მართვის მექანიზმების დანერგვას. საგრანტო პროექტში ასობით განაცხადი შევიდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მუნიციპალიტეტებიდან.

სასიხარულო ფაქტია ის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კონკურსის გამარჯვებული გახდა “,- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

პროექტს ცალსახად სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია და ითვალისწინებს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული დარგები კი მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებს მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, რაც სრულად აღმოფხვრის ინფექციის გავრცელების მიმართულებით რისკებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics