08:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 14:05:55, 1660 ნახვა

კომენტარი
თურნავა - კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მომხმარებლების მომსახურება და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე

„კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მომხმარებლების მომსახურება მათ სივრცეებში და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მიტანის სერვისის კომპანიებთან შეხვედრა აქვს და იმსჯელებენ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

„კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მომხმარებლების მომსახურება მათ სივრცეებში და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე. მე დრეს საღამოს შეხვედრა მაქვს საქართველოში მიტანის სერვისის კომპანიებთან, ჩვენ ვიმსჯელებთ თუ როგორ გავაძიეროთ მათი სიმძლავრეები, მათი შესაძლებლობები. ჩვენ დავეხმარებით კვებით ობიექტებს ამის კარგად ორგანიზებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავამ აღნიშნა, რომ კვებითი ობიექტები, ასე თუ ისე, მომზადებულები არიან ამ გადაწყვეტილებისთვის.

„ყოველ დღე ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით, აქედან გამომდინარე, კვების ობიექტები მეტნაკლებად შემზადებულები არიან ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ვითვალისწინებს რა, სხვა ქვეყნების პრაქტიკას, სადაც ეს პრობლემა დადგა და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს მათთვის იყოს დიდი სიურპრიზი. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ გამოწვევების წინაშე აყენებს ამ ბიზნესს და ჩვენ მათთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ ყველა საჭირო პრობლემა გავიაროთ ოპერატიულად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე დაიხურა. ასევე, დაიხურება კვებითი ობიექტებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics