|
2020-03-12 11:44:53, 2156 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი აშშ-ს დეპარტამენტის შეფასებაზე - სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციები ყურადსაღებია
"სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია", - ასე გაკოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტს.
ზალკალიანის თქმით, სახელმწიფო გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.
"მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში არამხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ დონეზეც მკვიდდრდება ტერმინი ოკუპაცია. კიდევ ერთხელ არის ეს ტერმინი დაფიქსირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მიუღებლობაზე, იქ არსებულ, შექმნილ სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია. მოგეხსენებათ, რომ ანგარიში ემსახურება გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენ ბუნებრივია გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ ანგარიშშია მოცემული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საქართველოში ადამიანი უფლებათა დაცვის დოკუმენტი, რომელშიც წინა წლის მოვლენებს აფასებს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია "გავრილოვის ღამეს" დაპატიმრებულთა პოლიტიკურ მოტივზე, საპოლიციო ძალის მიერ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალაზე, მედიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლასა და მოხსნიებულია "რუსთავი 2-ისა" და "ტვ პირველის" საქმეებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)