2015-08-04 20:18:35, 738 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია
წერეთლის გამზირის მიმდებარედ, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია სახანძრო–სამაშველო ჯგუფების ნაწილმა დატოვა, ნაწილი კი, სხვადასხვა ცეცხლის კერების ლიკვიდაციას ცდილობს.
ადგილზე მობილიზებულია ასევე, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.
ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი საწყობს გაუჩნდა. შედეგად, სულ 5 ადამიანია დაშავებული. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე 28 სახანძრო–სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენებაც გახდა საჭირო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან