|
2020-03-11 12:28:33, 2676 ნახვა
კომენტარი
ბოკერია სენატორების განცხადებაზე - პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, ნორმალური სიტუაცია ვერ იქნება
"ყველამ იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე, ვერ გახდება ნორმალური ვითარება", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია სენატორების განცხადებას, რომ ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება უმრავლესობასთან შედგა.
ყველამ იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე, ვერ გახდება ნორმალური ვითარება. ეს არის მოწოდების არსი. ამიტომ აქვთ მათ ნათქვამი, რომ ელიან სწრაფად ამ საკითხის გადაჭრას. ვიმეორებ, რომ ყველამ იცის, რომ ორი კომპონენტი ჰქონდა ოპოზიციას, რაც საზოგადოებისთვის და ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი - საარჩევნო სისტემაზე გონივრული კომპრომისი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიების შეწყვეტა. ამ ორივე კომპრომისზე შეთანხმება შედგა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ სენატორებმა, ჯიმ რიშმა და შაჰინმა განცხადება გაავრცელეს. სადაც წერენ, რომ მიესალმებიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებას და ელიან, რომ შეთანხმების თანახმად, პოლიტპატიმრების გათავისუფლება დროულად მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)