|
2020-03-09 17:59:52, 5971 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება. „ჩვენი მთავარი მიზანია „დელტაში“ მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას ქვეყნის გასაძლიერებლად“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებთან შეხვედრისას. „დელტას“ ახალ დირექტორს, ზურაბ აზარაშვილს კომერციულ სტრუქტურებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)