|
2020-03-09 14:21:44, 3383 ნახვა
კომენტარი
ბერაია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე - ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერ
ვ„მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს“, - ამის შესახებ უმრავლესობის მაორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განაცხადა. ბერაია განმარტავს, რატომ არ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. „სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო არ დავუჭირეთ მხარი: ერთი - რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ქვეყანაში სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ორივე მომენტი არის დაბალანსებული. ერთი, რომ რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლებათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40, 41 ან 42 პროცენტის შემთხვევაშიც კი, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე, მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)