|
2020-03-08 16:17:02, 3358 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე აქტიურად მუშაობს
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ამ კუთხით, არაერთმა არასამთავრობო თუ დონორმა ორგანიზაციებმა, შეფასებების ნაწილში საუკეთესო პრაქტიკად მიიჩნია მუნიციპალიტეტში დანერგილი სხვადასხვა სერვისები/პროექტები. ამჯერად, ქედის მერიამ მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო. ამ პროცესში მერიას ექსპერტულ დახმარებას უწევს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" პროექტი. ქედის მერთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს ექსპერტებმა - ნინო ლოლაძემ და კოკა კიღურაძემ, რომელსაც მერიის მოხელეები და პროექტის კოორდინარტორი - ვახტანგ კონცელიძე ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ბიუჯეტირების პროცესში და გულისხმობს თვითმმართველობაში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას. შესაბამისი კვლევებისა და კამპანიების წარმოების შემდგომ, ქედის მაგალითზე შეიქმნება საუკეთესო პრაქტიკის სამაგიდო წიგნი, რომლითაც საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ. UNDP საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „საქართველოს განვითარების მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD III)".
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)