|
2020-03-07 13:43:08, 3385 ნახვა
კომენტარი
კახიძე - ჩვენი კომპრომისი, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო მოდელია
„არსებითად პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო მოდელი, არა სრულად პროპორციული, ჩვენი კომპრომოსი ამაში მდგომარეობს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. კახიძის თქმით, თუ ივანიშვილი თავის ხელქვეითებს დაავალებს, რომ ამ კომპრომისულ წინადადებას დასთანხმდნენ, ოპოზიცია მხარს დაუწერს მათ. „ჩვენ კვლავ მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან შესაძლო გამოსავალი ამ სიტუაციიდან განვიხილოთ. ეს არის ორი ნაბიჯი, ესაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დევნის შეწყვეტა. მეორე, არსებითად პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო მოდელი, არა სრულად პროპორციული, ჩვენი კომპრომოსი ამაში მდგომარეობს. თუკი ივანიშვილი ჩამოყალიბდება და თავის ხელქვეითებს და დაავალებს რომ ამ შეხვედრაზე მოიტანონ და დათანხმდენენ ამ კომპრომისულ წინადადებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ, მზად ვართ, რომ ეს კრიზისი განვმუხტოთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)