02:55 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 18:39:07, 551 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: სექტემბერში ვეტოს დაძლევის საკითხები დაიგეგმება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სექტემბერში პარლამენტი შეიკრიბება და ვეტოს დაძლევის საკითხები დაიგეგმება. 
ამის შესახებ ბესელიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სადაც კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 
ბესელიას შეფასებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო,  პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება არამართებულია. 
„ბუნებრივია, როდესაც სექტემბერში პარლამენტი შეიკრიბება, პირველ სექტემბერს ჩვენ მუშაობას განვაახლებთ და ამ ეტაპისთვის დაიგეგმება ვეტოს დაძლევის საკითხები. ბუნებრივია, ვგეგმავთ, რომ ვეტო იყოს დაძლეული, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მართებული. ყველა ის შენიშვნა და მოსაზრება, რაც ქონდა საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებს, პარლამენტმა მათი დიდი ნაწილი გაითვალისწინა. ბუნებრივია, ვეტოს დაძლევისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა  ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics