|
2020-03-05 14:37:01, 2166 ნახვა
კომენტარი
ინფექციურის დირექტორი მე-4 ინფიცირებულზე - ამჟამად პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
„მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სერიოზულია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ისეთია, რომ მის სიცოცხეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. იგი აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა გუშიენდელიდან მოყოლებული არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა. „გუშინ შემოსულ პაციენტს, მოქალაქეობითა და ეროვნებით ქართველს 44 წლის მამაკაცს დაუდასტურდა ახლაი კორონავირუსი. ეს არის მე-4 დადასტურებული შემთხვევა. ეს პირვება დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე მოგზაურობდა იტალიაში და საქართველოში დაბრუნდა პირველში დილით. როგორც თვითონ და სპეციალისტები ამბობენ, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას მას ტემპერატურა არ ჰქონდა პირველში, მაგრამ წავიდა სახლში თვითიზოლაციაში. პირველში საღამოს საათებში აუწია ტემპერატურამ 39 და 5 ჰქონდა. ამის მიუხედავად, ორი დღე დარჩა სახლში და სვამდა ტემპერატურის დამწევებს, მაგრამ ეფექტი არ ჰქონდა და გუშინ დილით თვითდინებით მომართა ჩვენს კლინიკას. მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სერიოზულია. ვერც ვითყვით, რომ გაუმჯობესებულია მდგომარეობა, მაგრამ არც გაუარესებულია. რენდგენირებულად არ არის ჩამოყალიბებული პნევმონია, მაგრამ ცვლილებები ფილტვებზე აქვს. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ისეთია, რომ მის სიცოცხეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)