01:12 - 17 Aug, 2026
|
2020-03-05 10:28:10, 3697 ნახვა
რეგიონი
გახარია - შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა და კონკრეტული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება
„მთის ფონდიდან გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენ შატილში ბავშვებს აღვუდგინოთ სკოლა-პანსიონი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს. „მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)