10:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 18:57:04, 2280 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - რაზეც პარლამენტში ისაუბრა მეათეხარისხოვანია

„რაზეც ისაუბრა მან პარლამენტში, არის სრულიად მეათეხარისხოვანი“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას.

მისი თქმით, ზურაბიშვილი  ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს.

„მისი ერთი წლის გაკეთებული საქმეებიდან საზოგადოებას ახსოვს ლავროვის მოწვევა საქართველოში, ახსოვს მკვლელების შეწყალება, დავით გარეჯის პრობლემის შექმნა და ირანული ანტიკვარული მამლების შეძენა. ამიტომ ამ ფონზე, რაზეც ისაუბრა მან პარლამენტში, არის სრულიად მეათეხარისხოვანი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics