|
2020-03-04 13:17:37, 1532 ნახვა
კომენტარი
დოლიძე უმრავლესობაზე - ლობისტური კომპანიების დაქირავებით, „ნაცარქექიასა“ და „სიზმარას“ უყვებიან ხალხსა და საერთაშორისო პარტნიორებს
„განსაკუთრებით ამ ლობისტური კომპანიების დაქირავებით, რომ როგორც ჩანს, „ნაცარქექია“ და „სიზმარა“ უნდა მოუყვნენ ქართველ ხალხსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძის თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზღაპრულ წარმოდგენებს მიჩვეულები არიან. „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზღაპრულ წარმოდგენებს ჩვენ მიჩვეული ვართ. მათ გადაწყვიტეს, განსაკუთრებით ამ ლობისტური კომპანიების დაქირავებით, რომ როგორც ჩანს, „ნაცარქექია“ და „სიზმარა“ უნდა მოუყვნენ ქართველ ხალხსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ასევე, სინამდვილეში, დემოკრატიულ ქვეყენებში გამოცდილება გვიჩვენებს - ორი ეტაპის მერე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს შეიცვლება 110-ით 40-ზე თუ ა.შ. ხელისუფლებში ინტერესშია, რომ მან შექმნას სამართლიანი თამაშის წესები, რომ მოხდეს დემოკრატიული, მშვიდობიანი ცვლილება და ჩვენ არ ვიყოთ იძულებულები, რომ მოვახდინოთ სრული მობილიზება მეორე მხარეს“, - განცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)