|
2020-03-03 15:17:11, 1640 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა თავისი რაღაცა ბრიყვული გათვლით, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან
„უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა საკუთარი ამ რაღაცა ბრიიყვული გათვლის გამო, რომ ასე შენარჩუნდეს ხელისუფლება, შარში გვეხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერია გამოეხმაურა კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, რომელიც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გაახმოვანა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებს არჩევნებთან დაკავშირებით და მოლაპარაკებები არ შედგება, აშშ მოულოდნელ გადაწვეტილებას მიიღებს. „ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, როგორც მოიქცნენ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური მასხარები ამ მდგომარეობაში. როცა პარტნიორს ბევრჯერ გადაადგებ ასე უტიფრად და მერე ისმის განცხადებები რა მნიშვნელობა აქვს იქ რაღაცა თქვა ორმა კონგრესმენმა. ბუნებრივია პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტვას ჰქონდეს ფასი. ეს ადამიანები, უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა საკუთარი ამ რაღაცა ბრიიყვული გათვლის გამო, რომ ასე შენარჩუნდეს ხელისუფლება, შარში გვეხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ივანისვილმა შეიყვანა და ახლა მე კინზინგერის მაგივრად ვერ ვიტყვი, როგორი იქნება ეს სიურპრიზი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)