|
2020-03-03 12:14:34, 2937 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - გავაკეთებთ მაქსიმუმს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და საპატრულოს ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარავი დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ,,სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის პრევენციის კუთხით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სრულ კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ტარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია და ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის რეკომენდაციებს. ყველა უწყება მულტისექტორულად, კოორდინირებულად მუშაობს და ხდება ყველა იმ ღონისძიების ეფექტურად გატარება, რაც აუცილებელია ვირუსის პრევენციისთვის. დღეის მდგომარეობით აჭარაში არ ფიქსირდება დაინფიცირების შემთხვევა. ყველა ერთად გავაკეთებთ მაქსიმუმს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)