|
2020-03-03 10:23:50, 1342 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე - განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას
„საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკის გაღრმავებას, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, კულტურას, ხალხთა შორის ურთიერთობას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტი მსოფლიოში მძვინვარ კორონავირუსის ფონზე მიმდინარეობს და მეზობელ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია კორდინაცია, რათა ამ გამოწვევას ერთობლივად გავუმკლავდეთ. „განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკის გაღრმავებას, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, კულტურას, ხალხთა შორის ურთიერთობას - ეს არის ის ძირითადი თემა, რომელიც იქნება განხილული ვიზიტის დროს. ბუნებრივია ვისაუბრენთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთი და საქართველო, ორივე გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა. წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნლოვანია,რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება. მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება კორდინაცია და ასევე, აღსანიშნავია, რომ ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარ კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია კორდინაცია, იმისთვის, რომ ამ გამოწვევას ერთობლივად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)