2020-03-02 17:46:46, 1910 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე ოპოზიციაზე - მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა, რომ ჩემს მერე წარღვნაც მოსულაო
„მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა რომ ჩემს მერეც წარღვნაც მოსულაო.ანუ ამათი ინტერესი არის რეალურად ის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ დამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საბაბად იყენებს იმას, რომ თითქოს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, რადგან საარჩევნო მოდელს მხარი არ დაუჭირონ.
„ტექნიკურად არ არის ქვეყანაში პოლიტპატიმარი. თუმცა ესენი საბაბად იყენებენ, რომ თითქოს პოლიტპატიმრებია ქვეყანაში და ვერ დაუჭერენ მხარს ამიტომაც არჩევნებს. მახსენდება ლუი XV, რომელიც ამბობდა რომ ჩემს მერეც წარღვნაც მოსულაო.ანუ ამათი ინტერესი არის რეალურად ის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ის, რაც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“, ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,