|
2020-03-02 13:53:19, 1731 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო - საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომელიც პანდემიებზე სამოქმედო გეგმის ქონას ითვალისწინებს
„საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ასეთ პანდემიებზე სამოქმედო გეგმა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ასეთი სამოქმედო გეგმა გააჩნია და ჯანდაცვის სისტემა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საერთაშორისო ნორმების დაცვით მოქმედებენ. „რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდავცის სამინისტრო და დაავადებათა კონტრლის ეროვნული ცენტრი იძლევა უნდა გაითვალისწინოთ. საკუთრივ, რა თქმა უნდა, ამ ინფექციის არსბეობა ძალიან საყურადღებია, თუმცა არა ისეთი პანიკის საფუძველი, როგორიც სამწუხაროდ გვაქვს ხოლმე ამ დღეებში. ის რეკომენდაციები ცალსახად უნდა შესრულდეს, რაც შეჯერებულია საერთაშორისო გამოცდილებით და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი იქნება კონტროლის ქვეშ. საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ასეთ პანდემიებზე სამოქმედო გეგმა. ასეთი გეგმა არსეობდა და შეჯერებული იყო საერთაშორისო ექსპერტებთან. მთლიანად პანდემიის ტვირთის აწევა ყველა ჯანდაცვის სისტემას უჭირს,ც თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის რეაგირება, რაც არის ამ დღეებში არის სწორი, ადეკვატური და სისტემა დახვდა მომზადებული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)