|
2020-03-02 12:20:49, 1686 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - უცნაურია რატომ შეექმნა „ქართულ ოცნებას“ ილუზია, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშეც შესაძლებელია
„უცნაურია რატომ შეექმნა „ქართულ ოცნებას“ იმის ილუზია, რომ ნებისმიერი შეთანხმება შესძლებელი იყო იმის გარეშე, რომ მათ ესაუბრათ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ისევე, როგორც არსებული პოლიტიკური დევნის შეჩერებაზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციისთვის ნებისმიერი მოლაპარაკება, სადაც საუბარი არ იქნება პოლიპატიმრების გათავისუფლებაზე და დევნის შეჩერებაზე, მიუღებელია. „უცნაურია რატომ შეექმნა „ქართულ ოცნებას“ იმის ილუზია, რომ ნებისმიერი შეთანხმება შესძლებელი იყო იმის გარეშე, რომ მათ ესაუბრათ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ისევე, როგორც არსებული პოლიტიკური დევნის შეჩერებაზე. ჩვენ ვაყენებდით ამ საკითხს პირველივე დღიდან მას შემდეგ, რაც შეწყდა ფორმალური მოლაპარაკეები. ჩვენთვის ნებისმიერი შეთანხმება იქნება არამც თუ მიუღებელი, არამედ შეუძებელი თუ ეს საკითხი არ იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)