|
2020-02-29 17:49:42, 2672 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში მოუმზადებელი პირობები დახვდათ
„მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ“, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ევროპული წევრის“, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულის მიზეზად, გამყრელიძე ექსტრემალურ პირობებში მუშაობას ასახელებს. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ექსტრემალურ პირობებში ვმუშაობთ. მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ საკარანტინო სივრცეში. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და ყველაფერი წესრიგდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკარანტინო ზონაში მოთავსებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა შენობაში შესაბამისი პირობების არ არსებობასთან დაკავშირებით აცნობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)