|
2020-02-28 16:30:05, 2728 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ბაზარი 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება
მსოფლიო ბაზარი 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აღნიშნული უკავშირდება კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას. მედია უკვე ალაპარაკდა იმაზე, რომ ყველაზე მეტად კორონავირუსი ჩინეთს დააზარალებს. მკვლევართა თქმით, ჩინეთში ტურისტული ნაკადი იმდენად შემცირდება, რომ ტურისტული ინდუსტრიის „გამოჯანმრთელება“ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ვერ მოხერხდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 180 მილიონზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს კი, აქვს სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი. ჩინელები საზღვარგარეთ მოგზაურობისას საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ. შესაბამისად, ჩინელი ტურისტების შემცირება სხვა ქვეყნის ეკონომიკასაც დააზარალებს. ტურისტული კომპანიები 2020 წელს ჩინელი ტურისტების ნაკადის შემცირებას პროგნოზირებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურისტთა შემცირება ამ თვის ბოლოს უკვე შეინისნება. კომპანიები ვარაუდობენ, რომ თუ კორონავირუსი უფრო მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე 2003 წლის SARS კრიზისი იყო, შეიძლება წელს ჩინელ მოგზაურთა 25 მილიონით ნაკლები გამგზავრება გამოიწვიოს, რაც ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით დოლარით აზარალებს. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობენ, ყველაზე მძიმე დარტყმა იაპონიასა და ტაილანდს მიადგება. იაპონიამ ტურიზმის შემოსავალიდან, შეიძლება 1,29 მილიარდი დაკარგოს, შემდეგი კი იქნება ტაილანდი, 1,15 მილიარდი დოლარით.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)