15:36 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 11:02:25, 544 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ დასრულდა

რიგით მე-13 ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ დასრულდა.

თბილისმა 50 ქვეყნის 2,334 სპორტსმენს უმასპინძლა. ფრენბურთელები, ხელბურთელები, ძიუდოისტები, კალათბურთელები, მოცურავეები, ჩოგბურთელები, ტანმოვარჯიშეები, ველომრბოლელები და მძლეოსნები 6 დღის მანძილზე ოლიმპიური მედლების მოპოვებისთვის იბრძოდნენ.

„თბილისი 2015“–ზე,პირველი ადგილი რუსეთმა დაიკავა, მათ ჯამში  36 მედალი მოიპოვეს, აქედან 16 ოქროს, 9 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი.

მეორე ადგილზე იტალია გავიდა. მათ ჯამში 24 მედალი აიღეს – 12 ოქროს, 2 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს.

მესამე ადგილზეა საფრანგეთი, 22 მედლით. მათ 9 ოქროს მედალი აიღეს, 5 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს.

მეოთხე ადგილი უნგრეთმა დაიკავა. ჯამში 23 მედალი აიღეს, აქედან 9 ოქროს, 3 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს.

მეხუთე ადგილზეა სლოვაკეთი 16 მედლით – 5 ოქროს, 6 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს.

მეექვსე ადგილზე, 7 მედლით  მოლდოვა გავიდა. მათ 5 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აიღეს.

მეშვიდე ადგილზეა დიდი დიდი ბრიტანეთი. მათ ჯამში 20 მედალი აიღეს, აქედან 4 ოქროს, 8 ვერცხლის და 8 ბრინჯაო.

მერვე ადგილი ესპანეთმა დაიკავა. მათ ჯამში 17 მედალი აიღეს – 4 ოქროს, 7 ვერცხლის და 6 ბრინჯაო.

მეცხრე ადგილზეა ნიდერლანდები. 15–დან 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

50 ქვეყნიდან საქართველომ მეათე ადგილი დაიკავა. ქართულმა დელეგაციამ ჯამში 10 მედალი მოიპოვა, აქედან 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი. ათი მედლიდან 9 ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics