|
2020-02-28 11:56:32, 7838 ნახვა
სამხედრო
სტამბულში, რუსეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
28 თებერვალს, სტამბულში მდებარე რუსეთის საკონსულოსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა, იდლიბის პროვინციაზე საჰაერო თავდსახმის დაგმობის მიზნით. რუსეთის საკონსულოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის დაგმობას და თურქი სამხედროების სკივდილში დამნაშავეთა დასჯას ითხოვდნენ. "რუსეთი მკვლელია, პუტინი მკვლელია", "მკვლელი პუტინი დაისჯება", "სირია რუსეთის საფლავი გახდება", - მსგავსი შეძახილები ისმოდა საპროტესტო აქციაზე. პროფესორმა სეზინ ჩელიკმა დემონსტრანტების სახელით განაცხადა, რომ თურქი სამხედროების სიკვდილში ბაშარ ასადის რეჟმი და მათი მხარდამჭერი რუსეთია დამნაშავე. აქციის პარალელურად ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. შეგახსენებთ, 27 თებერვალს, თურქეთის პროვინციაში, იდლიბში სირიამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 33 თურქი სამხედრო გარდაიცვალა, ხოლო 35 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)