|
2020-02-26 18:28:48, 1790 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო
„ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო“, - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარების თაობაზე. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის ამბობდა, რომ დაიცავდა ბალანს, რათა ერთი მხრივ არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციები და მეორე მხრივ, ნაკისრს ვალდებულებებზე უარი არ ეთქვათ. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბალანსს დავიცავდით, ერთი მხრივ არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციები და რისკი, კანონი არ დარღვეულიყო, მეორე მხრივ, ჩვენს ნაკისრს ვალდებულებებზე უარი არ გვეთქვა. დამკვიდრებული პრაქტიკაც არის ასეთი და ჩვენ შევთანხმდით - სტრასბურგში ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, ისე, როგორც შეეფერება იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც. შესაბამისად, როგორც საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ თვის თავზე უნდა აიღოს ვალდებულება. როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ვერ არჩევს, ქვეყანას აყენებს ზიანს თუ „ქართულ ოცნებას“, ამ დროს ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი ჩემი აზრით“, - განაცხადა უმრავლესობის ლოდერმა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი, რომლის ჩატარებაც მაისში თბილისში იგეგმებოდა, სტრასბურგში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)