|
2020-02-26 12:50:55, 1161 ნახვა
კომენტარი
ბურჯანაძე აშშ-ს ელჩთან ვიზიტზე - გამოთქმული იყო სურვილი, რომ შეიქმნას ნორმალური საარჩევნო გარემო
„გამოთქმული იყო სურვილი, რომ შეიქმნას ნორმალური საარჩევნო გარემო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან სადილის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის ელჩთან შეხვედრა მნიშვნელოვანი აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში მიმდინარეობდა. „ბუნებრივია, გამოთქმული იყო სურვილი, რომ მოგვეძებნა გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები, ყველა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, გადავიდნენ ნორმალურ საარჩევნო გარემოში და იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია, ამ მიმართულებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, გუშინ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილზე იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)