|
2020-02-25 15:51:16, 1760 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი ოპოზიციასთან დიალოგზე - ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც ქვეყნისთვის საზიანოა
„ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც ქვეყნისთვის საზიანოა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თაობაზე განაცხადა. სესიაშვილი იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციასთან კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება მოხერხდება. „მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და პირველ რიგში, ქართველ საზოგადოებას შესთავაზა კომპრომისული ვერსია. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, მე ვხედავ რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში მშვიდობიან და თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს არჩევნები. ამიტომ, მე მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები უფრო რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვისაა საზიანო. მე იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)