|
2020-02-25 15:43:31, 1718 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი მაჭავარიანის იმპიჩმენტზე - ნებისმიერი რეგლამენტის იქით არსებობს „ჯენტლიმენური“ შეთანხმების, ან ლოგიკის გარკვეული პრინციპები
„ნებისმიერი რეგლამენტისა და ნებისმიერი წესის იქით არსებობს კიდევ ჯენტლიმენური შეთანხმების ან ლოგიკის გარკვეული პრინციპები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკურადაა შეფუთული განცხადება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ. საუბარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაზე, სადაც ისინი დღის წესრიგში ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვენ. „ორაზროვნება რასაკვირველი არსებობს, მაგრამ მაინც პოლიტიკურადაა შეფუთული განცხადება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ. არ შეიძლება, რომ ორი დღის შემდეგ კომიტეტში იბარებდეს კონკრეტული ფრაქცია მინისტრს, თუმცა რეგლამენტით ეს გათვალისწინებულია. თუმცა ნებისმიერი რეგლამენტისა და ნებისმიერი წესის იქით არსებობს კიდევ ჯენტლიმენური შეთანხმების ან ლოგიკის გარკვეული პრინციპები. მაგრამ როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ასეთი მძაფრია ეს ლოგიკა იკარგება. რეგლამენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს, მაგრამ თუ შემოთავაზება ჭკვიანურია და ქვეყანას გამოადგება შესაძლებელია კომიტეტმა ჯანდაცვის კომიტეტის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)