|
2020-02-25 13:28:59, 1713 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილს ბრიყვული ილუზია აქვს, რომ რეპრესიებით პროტესტს დააშინებს და ხელისუფლებას შეინარჩუნებს
„ივანიშვილს ბრიყვული ილუზია აქვს, რომ რეპრესიებით პროტესტს დააშინებს და ხელისუფლებას შეინარჩუნებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველ პარტიას კომპრომისზე წამოსასვლელად უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა და გიგი უგულავას დაპატიმრებით მან მოლაპარაკებები ჩაშალა. "ეს არის გონივრული კომპრომისი იმაზე, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლის შემდეგ, მკაფიოდ და რაც არის საზოგადოების დაკვეთა, პროპორციული არჩევნებისა და მეორე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება, რომ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიაროს არჩევნებმა, რომელშიც ისინი დამარაცხდებიან და უნდა შეეგუონ მარცხს და თუ არანორმალური ატმოსფერო იქნება, მაშინაც დამარცხდებიან უბრალოდ უფრო დრამატული იქნება მათი მარცხი. პიარი რომ ააგეს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნაზე, ვინ ჭამს მაგას. მოლაპარაკება რომ ნდომოდათ, უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ გონივრული კომპრომისის და რეპრესიით არ უნდა დაეწყოთ. უგულავა ხომ იმიტომ დაიჭირეს, რომ მოლაპარაკება არ უნდათ და ივანიშვილს ბრიყვული ილუზია აქვს იმის, რომ ხალხის გადაგდების პირობებში რეპრესიებით დააშინებს პროტესტს და შეინარჩუნებს ხელისუფლებას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)