|
2020-02-25 13:22:21, 1775 ნახვა
კომენტარი
კალანდიას ბაბუა - „ნაც. მოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს
„სარალიძე „ნაც. მოძრაობამ“ მოისყიდა და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს“, - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე, მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელისუფლება არის უნიათო და უპრინციპო, ხოლო ბრძოლას კანონიერი გზით განახორციელებენ. „ეს არაა მართლმსაჯულება, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მთელი ეს ბრძოლა აქეთკენ მიჰყავდათ. სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაც. მოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ხელისუფლება არის უხერხემლო, უნიათო. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ კანონიერად. ვერ ატყობთ, რომ აქ არ არესებობს სამართალი. ეს ხელისუფლება უპრონციპოა“, - განაცხადა ბორის კაკუბავამ. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაშ ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეუფარდეს, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)