|
2020-02-25 13:03:24, 1617 ნახვა
კომენტარი
კალანდიას ძმა - 15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში, ესაა პოლიტიკური დავალება
„15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში. ესაა პოლიტიკური დავალება“, - ასე გამოეხმაურა მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდიას მიხეილის თავისუფლების აღკვეთას 15 წლით. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი არის არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებული. „ბატონი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ყველამ იცოდეს, რომ არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. აი ეს დადასტურდა დღეს. სამ საათიანი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ მიხეილი უდანაშაულოა, ეს იყო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დღეს მოსამართლე გვეუბნევა, რომ 15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში. ესაა პოლიტიკური დავალება. საქართველოში სამართალი არ არსებობს“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაშ ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეუფარდეს, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)