|
2020-02-24 18:51:56, 2198 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი IPSOS-ის კვლევაზე: ნიკა გვარამია როგორ ჩაატარებდა ისეთ კვლევას, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ ექნებოდა უპირატესობა
„ნიკა გვარამია როგორ ჩაატარებდა ისეთ კვლევას, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ ექნებოდა უპირატესობა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფრანგული ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს. მისი თქმით, აღნიშნული კვლევის მიხედვით იმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე. „ნიკა გვარამია როგორ ჩაატარებდა ისეთ კვლევას, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ ექნებოდა უპირატესობა. კვლევის შედეგებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით საითკენ არის ანალიზი გაკეთებული, ანუ იმარჯვებს ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, ყოველგვარი დანარჩენი გაერთიანებული ოპოზიციის წევრების გარეშე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ფრანგულმა ორგანიზაცია IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას მისცემდა, 29% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 10% - „ევროპულ საქართველოს“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)