|
2020-02-24 18:44:34, 2180 ნახვა
კომენტარი
ბოკერია IPSOS-ის კვლევაზე: ივანიშვილის გუნდი საზოგადოების მხრიდან მარცხისთვისაა განწირული
„ივანიშვილის გუნდი და მისი „კლოუნები“ საზოგადოების მხრიდან მარცხისთვისაა განწირული“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ფრანგული ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ფიქრობს, რომ თუ დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას შეინარჩუნებენ, მეორე ტურის ხარჯზე კვლავ ძალაუფლება ექნებათ, მაგრამ ეს არ მოხდება. „ეს კვლევაც და ყველა კვალიფიციური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევაც გვაჩვენებს საერთო სურათს და ტენდენციას, რომ ივანიშვილის გუნდი, ეს „კლოუნები“ და ეს კაცი საზოგადოების მხრიდან არის განწირული მარცხისთვის. ამიტომ არიან ისტერიკაში და ამიტომ აქვთ ბრიყვული ილუზია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას თუ შეინარჩუნებენ მეორე ტურების ხარჯზე მაინც ექნებათ ძალაუფლება. ვერ ექნებათ, ეს კვლევაც ამას ადასტურებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ფრანგულმა ორგანიზაცია IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას მისცემდა, 29% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 10% - „ევროპულ საქართველოს“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)