|
2020-02-24 12:55:38, 1837 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ხელისუფლება არაფერს აკეთებს ტატუნაშვილის ამბის განმეორების თავიდან ასაცილებლად
„ხელისუფლება არაფერს აკეთებს ტატუნაშვილის ამბის განმეორების თავიდან ასაცილებლად“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დაუსჯელობას. გიგა ბოკერია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანობა და დამნაშავეები სათანადოდ დასაჯოს. „ამ მოკლულთა ოჯახებისთვის რას აკეთებენ ისინი რეალურად, იმისთვის რომ ამ შემთხვევაში სამართალმა იზეიმოს და ის ხალხი დაისაჯოს, ვინც ეს საზარელი მკვლელობები ჩაიდინა. რითი შეამცირებენ რისკებს ჩვენი მოქალაქეებისთვსი ხვალ ზეგ, იმიტომ , რომ მარტო ეს ორი შემთხვევა არ გვაქვს, სხვებიც გვაქვს. ეს ორი გამოვყავი უბრალოდ და პასუხი ამ კითხვაზე არის მოკლე და მოსალოდნელიც, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებენ. ეს არის სწორედ შეურაცხმყოფელი და უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)