|
2020-02-21 14:45:33, 1953 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური მერაბიშვილის განცხადებას „დამხობის“ შესახებ „არასერიოზულს“ უწოდებს
„ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ და გამოვიდა“, - ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომალური ექსპრემიერის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გუშინდელი განცხადება „დამხობის“ შესახებ „არასერიოზულია“. „ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ და გამოვიდა. მე არ დავიწყებ საუბარს, ვანო მერაბიშვილმა რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდანაც, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. თვითონაც ბევრი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, გუშინ დატოვა. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ მან განცხადება გააკეთა, სადაც ხელისუფლების „დამხობით“ იმუქრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)