|
2020-02-20 19:19:52, 1868 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი კიბერშეტევაზე - საქართველოს თავისი რესურსი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ საზარელ შემოტევებზე პასუხის გასცეს
„სამწუხაროა, რომ საქართველოს თავისი საგამოძიებო მოქმედებები და რესურსი არ ჰყოფნის მთლიანად, რომ გასცეს საკადრისი პასუხი ასეთ საზარელ შემოტევას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლოსკიმ განაცხადა. ვოლსკიმ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას მიესალმება. „მწვავე და ინტენსიურია დაპირისპირება მიმდინარეობს მსოფლიო დონეზე. საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა და სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ საქართველოს თავისი საგამოძიებო მოქმედებები და რესურსი არ ჰყოფნის მთლიანად, რომ გასცეს საკადრისი პასუხი ასეთ საზარელ შემოტევას და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ როგორც ტექნიკური, ასევე სერიოზული დაცვითი მექანიზმების შექმნის მიზნით. მივესალმები იმას, რომ განცხადებები გააკეთეს აშშ-მ ყველა დონეზე, დიდმა ბრიტანეთმა და მე ვფიქრობ კიდევ ბევრი ქვეყანა შემოუერთება განცხადებას და საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადება იქნება ნამდვილად საჭირო და აქტუალური“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)