|
2020-02-20 18:22:56, 1378 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი კიბერშეტევაზე - სააკაშვილისეული პიარი, ჯაშუშები დავიჭიროთ და ტაში დავუკრათ, არასწორია
„ჯაშუშებთან ბრძოლას აქვს თავისი მეთოდოლოგია, სააკაშვილისეული პიარი, დავიჭიროთ და ტაში დავუკრათ არასწორია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კიბერშეტევაში რუსეთის მხილება, რუსეთისთვის პოლიტიკურად მძიმე ბრალდებაა. „ამ გამოძიებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ერთი,, რომ ვამხილეთ კიბერ თავდასხმის ავტორი, ეს გახლავთ პოლიტიკურად კრემლი, ეს გახლავთ რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. ეს პოლიტიკურად ძალიან მძიმე ბრალდებაა რუსეთისთვის. ჯაშუშებთან ბრძოლას აქვს თავისი მეთოდოლოგია და სპეციფიკა. დაიჭირო და გააგდო ათი იმდენი ჩამოგივა. სააკაშვილისეული პიარი, რომ არიქა ახლა დავიჭიროთ და ტაში დავუკრათ არაა სწორი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)