|
2020-02-20 14:54:49, 1480 ნახვა
კომენტარი
გახარია მერაბიშვილის განცხადებაზე - დამხობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ
„დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც არაფერი გამოუვიდათ და არც გამოუვათ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლებას დაამხობს. მანვე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდეილ დღეა, ჩვენ კი ხვალინდელზე უნდა ვიფიქროთ. „საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვშრომობთ, რათა ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა. საერთოდ ეს გუშინდელი ძალადობრივი დღეა, დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანმხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ. ეს დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც არაფერი გამოუვიდათ და არც გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)