|
2020-02-20 12:38:30, 1037 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი - დარწმუნებული ვარ, ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაში
„ყველა ადამიანს და მათ შორის ვანო მერაბიშვილს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაში. „ძალიან ფართო კოალიცია არის და გაერთიანებულია ოპოზიცია მთლიანად, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს სიბნელე და დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის ეს ოლიგარქიული, კორუმპირებული მმართველობა. მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანს, მითუმეტეს პოლიტიკურ დევნილს, როგორიც ვანო მერაბიშილი იყო,რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში, ყველა ადამიანს და მათ შორის მას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში. რაც შეეხება რა ფორმით მიიღებს პირველ რიგში უნდა დაველოდოთ მის პირად გადაწყვეტილებას. არანაირი სამართლებრივი საფუძველი, როგორც აქამდე არ არსებობდა ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ისე დღესაც არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ე.წ. „მატროსოვის“ ციხე თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)