|
2020-02-19 16:16:46, 1758 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი - ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას არაფერი ემუქრება
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომლებიც წარმოადგენენ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, ამსოლუტურად არაფერი არ ემუქრება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. კანდელაკის თქმით, უმრავლესობასთან ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა არ ნიშნავს ფორმატიდან გასვლას. „შეხვედრა არ ნიშნავს ერთიანი ფორმატიდან გასვლას. მაგრამ რაც მთავარია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომლებიც წარმოადგენენ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, ამსოლუტურად არაფერი არ ემუქრება. მუშაობა ძალების კონსოლიდაციისათვის და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გრძელდება და ამას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. ცნობისთვის, „გირჩმა“ დღეს უმრავლესობასთან მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც ცნობილია, „გირჩის“ წარმომადგენლები არჩილ თალაკვაძეს ხვდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)