|
2020-02-19 16:05:49, 1832 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე „ევროპულ საქართველოს“ ოფისთან აქციაზე - ახლა პატარა გაბრძოლება მოინდომეს, რომელიც უსუსურად გამოიყურებოდა
„ახლა პატარა გაბრძოლება მოინდომეს, რომელიც უსუსურად გამოიყურებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მომხდარმა პერფორმანსმა დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო მედიაზე და უმრავლესობის პრორუსული იარლიყი უფრო განამტკიცა. „პრორუსულობის იარლიყის განმტკიცებისათვის მათ შორის საერთაშორისო მედიაში ამ პერფორმანსმა ითამაშა ძალიან კარგი როლი. ამიტომ არიან გაბრაზებულები. მიმართავენ სხვადსხვა სპონტანურ კონტრაქციას. მათი მთავარი კონტრაქცია არის ბოტები და ტროლები, რომელბიც სოციალურ ქსელებში აღვივებენ შუღლსა და აღვივებენ ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ განწყობას და ახლა პატარა გაბრძოლება მოინდომეს, რომელიც უსუსურად გამოიყურებოდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, გუშინ „ევროპულ საქართველოს“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენები არჩილ თალაკვაძის პარლამენტში გამოსვლისას ელენე ხოშტარიას მიერ საბჭითა ჰიმნის გაშვებას აპროტესტებდნენ. ისინი მოითხოვდნენ „ეკა ხოფერიას გადადგომას’’.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)