|
2020-02-18 11:40:12, 3560 ნახვა
რეგიონი
ესტონელი ჟურნალისტების ყურადღება აჭარულმა ხაჭაპურმა მიიპყრო
ქართული კერძების მასტერკლასმა ესტონელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. ღონისძიებაზე, რომელიც ტალინში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, 30-მდე ცნობილმა, ესტონელმა ჟურნალისტმა აჭარული ხაჭაპურისა და პოპულარული ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტები გასტრონომიასთან ერთად აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსაც გაეცნენ. პარალელურად, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Tourest 2020“-ზე გაუწია, სადაც რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა. გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტალინიდან ბათუმში ჩარტერული ფრენების საკითხი კი მათ Tez Tour-ის მენეჯმენტთან განიხილეს. კომპანია მიმდინარე წელს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. პირველი ჩარტერები ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმში გასული წლის ზაფხულში განხორციელდა. მზარდია რეგიონში, ესტონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც. 2019 წელს, ამ მიმართულებით რეგიონში +67 ზრდა დაფიქსირდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)