14:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 11:01:53, 1742 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - დღეს მექნება საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა, შევეხები მთავარ პოლიტიკურ საკითხებს

„დღეს მექნება საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა, შევეხები მთავარ პოლიტიკურ საკითხებს და დასრულების შემდეგ, მზად ვარ დამატებით ვუპასუხო თქვენს კითხვებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მხარს უჭერს დიალოგს, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კი, განსხვავებულ პოზიციაზეა.

„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მხარს ვუჭერთ დიალოგს, ამ მომენტში, აშშ-ს საელჩო, ევროკავშირის საელჩო, ჩვენი პარტნიორები და ჩვენ, ხელისუფლება მხარს ვუჭერთ დიალოგს და ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ დიალოგში არ მიიღებს მონაწილეობას, არის განსხვავებულ პოზიციაზე. იმედი მაქვს, რომ ისინი დაუბრუნდებინ დიალოგის მაგიდას და ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაინიშნება თუ არა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მას აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა.

„დაელოდეთ კენჭისყრის შედეგებს. გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მგონი გუშინ ნახეთ, რომ მას აქვს ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა, თუმცა კანონმდებლობით გახდება ის პროკურორი, როდესაც კენჭისყრით დაამტკიცებს პარლამენტი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics