|
2020-02-16 11:17:31, 4442 ნახვა
მსოფლიო
24 საათში 143 დაღუპული - კორონავირუსის გავრცელების და ზრდის ტემპი
ბოლო 24 საათში ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. საერთო ჯამში, მთელს მსოფლიოშისულ კორონავირუსით 1669 ადამიანია გარდაცვლილი. დასავლეთის ქვეყნებში კორონავირუსის (კოვიდ-19) პირველი მსხვერპლი აღირიცხა. ეს არის 80 წლის ტურისტი, რომელიც პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა. მისი სახელი და გვარი მედიისთვის ცნობილი არ არის. ჩინელი მამაკაცი საავადმყოფოში 25 იანვარს მოათავსეს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და ის დიდი ხანი იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. ინფიცირებულია მისი ქალიშვილიც, თუმცა ამ უკანასკნელმა მკურნალობის კურსი წარმატებით გაიარა და საავადმყოფოდან მალე გამოწერენ. პარალელურად, ინფიცირების პირველი შემთხვევა აღინიშნა აფრიკის კონტინენტზე. ინფორმაციას ეგვიპტის ოფიციალური პირები ავრცელებენ. ჩინეთში დღეს დაღუპულთა რაოდენობა 143 ადამიანით გაიზარდა და ახლა 1 500-ს აჭარბებს. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამაც 2 641-ით მოიმატა და ახლა 67 000-ზე მეტია. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ იაპონიის ერთ-ერთ პორტში 5 თებერვლის შემდეგ გაჩერებული საკრუისო ლაინერიდან, ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნიდან გაიყვანს. გემი კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, 10 დღეა კარანტინში იმყოფება და მგზავრებს ხმელეთზე გადასვლის საშუალება არ აქვთ. ინფიცირებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს. განცხადება იაპონიაში აშშ-ის საელჩომ გააკეთა. ევაკუაციის შემდეგ, ამერიკის 400-მდე მოქალაქეს კიდევ ერთი კარანტინი ელოდებათ, რომელიც სულ ცოტა, 2 კვირა გასტანს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)