|
2020-02-15 11:26:24, 4511 ნახვა
მსოფლიო
„NASA-მ“ მზის სისტემის შესწავლის მიზნით, ახალი მისია წამოიწყო
მზის სისტემის შესწავლის მიზნით, „NASA- მ“ წამოიწყო მისია, რომელიც შეისწავლის ვენერას, იუპიტერის მთვარე, იოსა და ნეპტუნის მთვარე, ტრიიდს. როგორც ცნობილია, თუ „NASA“ რომელიმე იდეას შეარჩევს, ის იდეის განხორიცელებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას “NASA” აქვეყნებს. შეთავაზება მოიცავს იმ პლანეტებისა და მთვარეების შესწავლას, რომლებზეც „NASA“ ამჟამად არ მუშაობს. ისინი სააგენტოს „აღმოჩენითი პროგრამის“ ნაწილია, რომელიც მეცნიერებსა და ინჟინერებს მოუწოდებს, დაეხმარნონ მზის სისტემის შესწავლასა და ახალი, წარმოსახვითი მისიის კონცეფციების შემუშავებაში. ცნობისთვის, 1992 წლიდან პროგრამამ ხელი შეუწყო 20-ზე მეტი სამეცნიერო იდეისა და მისიის განვითარებას. „ამ მისიას აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მიერ სამყაროს აღქმა, მზის სისტემის ყველაზე აქტიური და რთული ნაწილის შესახებ, გარდაქმნას. მებისმიერი ციური სხეული შესწავლა ხელს შეუწყობს იმ საიდუმლოს ამოხსნას, თუ როგორ ხვდებიან ციური სხეულები კოსმოსში“, - ამის შესახებ ნასას სამეცნიერო მისიის წარმომადგენელმა თომას ზურბუჩენმა განაცხადა. როგორც ცნობილია, თითოეულ ჯგუფს საკუთარი იდეების გასავითარებლად 9 თვე და სამი მილიონი დოლარი ექნება. საბოლოო შერჩევა კი 2021 წელს მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)