|
2020-02-14 16:10:25, 2603 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხების გაღება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის
„სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხების გაღება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს არც ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე. „დიმიტრი ხუნდაძეს და ჯანდაცვის კომიტეტს ჰქონდათ საუკეთესო ინიციატივა, რაც პრაქტიკულად აისახება გადაწყვეტილებაში და აპრილიდან საქართველოში სოციალური შემწეობის შეჩერება იმის გამო, რომ ხდება გადამოწმება, აღარ მოხდება. ეს საბიუჯეტო ხარჯებს რა თქმა უნდა მოითხოვს, მაგრამ რისკის გამორიცხვა კიდევ უფრო კარგი საქმეა, იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ადამიანს, რომელსაც შეეხება შემოწმება სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით, არ ექნება იმის რისკი, რომ ამ პერიოდში ის დახმარებას ვერ მიიღებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ხუნდაძემ დრეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმის მიმღები ოჯახები, გადამოწმების პერიოდშიც მიიღებენ სოციალურ შემწეობას.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)