|
2020-02-14 15:11:08, 1609 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე: საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ
„საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სოციალური დახმარების პროგრამა ჯამში 430 ათას მოქალაქეს ემსახურება. „ქვეყანაში სოციალური დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომელითაც 430 ათასი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები სარგებლობენ. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური სრულად უნაზღაურდებათ, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი სიღარიბის პირისპირ ბედის ანაბარა რჩებიან. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით , რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)