|
2020-02-14 14:20:20, 1910 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე - ხელისუფლებას ჰგონია, რომ ლობისტური კომპანიებიც გაიყიდებიან ფულზე, ივანიშვილის სასარგებლოდ
„ჰგონიათ, როგორც აქ ესენი იყიდებიან ფულზე ივანიშვილის სასაგრებლოდ, მსოფლიოც ასევე ფულზე გაიყიდება“, - ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავება. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ნორმებში არ ჯდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, არაფორმალური მმართველობა, ლობისტური კომპანიები კი ამას ითხოვენ. „სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში, სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება , არაფორმალური მმართველობა, ეს ყველაფერი არ ჯდება იმ ნორმებში, რომელ ნორმებშიც თხოულობს „ოცნება“, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ჩასვას. და რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, თუ ღირებულებებში აცდენაა, არაფერი გამოვა, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოს თავისი მკაცრად დადგენილი წესები აქვს. მოკლედ, „ოცნებაც“ და მანამდეც „ნაცებიც“, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან ამ ლობისტურ კომპანიებზე და იმიჯის გაუმჯობესებაზე. გარკვეულ ეტაპამდე ეს მუშაობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, „ოცნების“ ხელისუფლებამ, პროდასავლურობის და დემოკრატიის დეკლარირებასაც კი დაანება თავი. ანუ, როდესაც ქვეყნის შიგნით იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენს პარტნიორებს უქმნის უხერხულობას, შედეგიც შეასაბამისი დადგა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)