|
2020-02-14 13:22:24, 1085 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ნიკა მელიაზე - არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება. ვოლსკის განცხადებით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შენარჩუნება რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. „რეგლამენტი, პირველი გამამტყუნებელი განაჩენისთანავე იმუნიტეტის მოხსნას ითვალისწინებს. ვინაიდან არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს. თუკი სხვა ინსტანციამ გაამართლა შეიძლება აღიდგინოს თავისუფლებები ან მიიღოს სრული კომპენსაცია განაცდურისათვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ნიკა მელიას სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მას სადეპუტატო მანდატი პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა, რომელსაც მხარი 88 პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)