|
2020-02-14 12:25:37, 1088 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - „ქართულ ოცნებას“ ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება ვერ უშველის
„ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ვერ უშველის“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ლობისტურ ჯგუფებთან მმართველი გუნდის თანამშრომლობის საკითხს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დასავლეთში უკვე კრისტალიზდა ის აზრი, რომ საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს. „ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება მას ნამდვილად ვერ უშველის, რადგან დასავლეთში კრისტალიზდა ის აზრი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს. ივანიშვილი ახლა ცდილობს ლობისტების დაქირავებას, მათ შორის ეს ბოლო კონტრაქტი, რომელიც მილიონიანია, მანამდე გავიგეთ, რომ 2 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს რა თქმა უნდა, ხდება ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე. ახლა ცდილობენ შეცვალონ ის რეალობა, რაც დამკვიდრებულია დასავლეთში ჩრდილოვან ბოსთან, რუს ოლიგარქ ივანიშვილთან მიმართებაში. ამ ადამიანმა ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფიოებრიობას, ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „დი სი აი გრუპთან“ კონტრაქტი გააფორმა. ლობისტური კომპანია „ქართულ ოცნებას“ ლობირებას გაუწევს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)